22 დეკემბერი 2024,   10:05
ვრცლად
"ქართულმა ოცნებამ" პრემიერობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე წარადგინა

"ქართულმა ოცნებამ" პრემიერმინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე წარადგინა. ამის შესახებ პარტიის ოფისში სპეციალური განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ გააკეთა. მან მამუკა ბახტაძეს წარმატება უსურვა. 

„გუნდმა ერთსულოვნად დაუჭირა მხარი პრემიერის კანდიდატურას. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობა მამუკა ბახტაძის მეთაურობით წარმატებით უზრუნველყოფს ქვეყნის წინსვლას და განვითარებას,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ვინაიდან პრემიერი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა, მთავრობის შემადგენლობა ავტომატურად გადაყენებულია. საპარლამენტო უმრავლესობამ მთავრობის ახალი შემადგენლობა პრეზიდენტს 7 დღის ვადაში უნდა წარუდგინოს, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილმა ასევე 7 დღეში უნდა წარუდგინოს მთავრობის შემადგენლობა პარლამენტს. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები