22 დეკემბერი 2024,   10:04
ვრცლად
მოითხოვენ სახელმწიფოში რყევას... მამუკა ბახტაძე ამ მოთხოვნების გარეშე შეაფასებს სიტუაციას და წარმოადგენს მინისტრთა კანდიდატურებს - ვოლსკი 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და ვიცე სპიკერი გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ პრემიერობის კანდიდატად დასახელებულ მამუკა ბახტაძეს, საპარლამენტო უმრავლესობა მხარს უჭერს. რაც შეეხება მთავრობის შემადგენლობას, ვოლსკი არ ასახელებს იმ პირებს, რომელთა შეცვლაც მოსალოდნელია.

„მისი ხედვები განათლების საკითხებიდან დაწყებული, დამთავრებული საერთაშორისო უსაფრთხოებაზე არის მისაღები და მისასალმებელი. ყველა მზად ვართ მხარი დავუჭიროთ. გადადგომას მოითხოვენ მინისტრების, დესტაბილიზაციას მოითხოვენ, სახელმწიფოში რყევას მოითხოვენ და სახელმწიფოში დაპირისპირების მაღალ ხარისხს მოითხოვენ რასაკვირველია, მამუკა ბახტაძე ამ მოთხოვნების გარეშე შეაფასებს სიტუაციას და წარმოადგენს თავის კანდიდატურებს. დღეს საუბარი ამ თემაზე არ ყოფილა,“ - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

მმართველმა გუნდმა პრემიერის ვაკანტურ თანამდებობაზე მამუკა ბახტაძის კანდიდატურა წარადგინა.  

დღის ამბები