22 დეკემბერი 2024,   10:09
ვრცლად
მამუკა ბახტაძეს აქვს უნარი, რომ ქვეყანა მართოს - ირაკლი კობახიძე

„საპარლამენტო უმრავლესობამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენ ღირსეული კანდიდატი შევარჩიეთ პრემიერის პოზიციაზე,“- ეს განცხადება, პარლამენტის თავმჯდომარემ „ქართული ოცნების“ მიერ პრემიერობის კანდიდატად მამუკა ბახტაძის დასახელებასთან დაკავშირებით გააკეთა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე პრემიერის კანდიდატზე იმსჯელეს და სამთავრობო გუნდზე არ უსაუბრიათ.

კობახიძის განცხადებით, მამუკა ბახტაძის პრეროგატივაა მინისტრობის კანდიდატების დასახელება. 

„იყო კონკრეტული კრიტერიუმების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება. მამუკა ბახტაძე არის გამორჩეული, როგორც თავისი განათლებით, ასევე მრავალმხრივი გამოცდილებით. მას აქვს მართვის სერიოზული გამოცდილება. ის არის სერიოზული ექსპერტი განსაკუთრებით ეკონომიკის მიმართულებით. მას აქვს უნარი, რომ ქვეყანა მართოს,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები