22 დეკემბერი 2024,   10:22
ვრცლად
მეოთხე პრემიერი „ქართული ოცნების“ 6 წლიანი მმართველობის პერიოდში - მთავრობის ხელმძღვანელი მამუკა ბახტაძე იქნება

პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ერთსაათიანი კონსულტაციების შემდეგ წარადგინა. პრემიერობის კანდიდატად დასახელების შემდეგ ბახტაძემ განაცხადა, რომ მას ქვეყნის განვითარებისთვის რამდენიმე პუნქტიანი გეგმა აქვს.

ბახტაძეს მთავრობის ახალ შემადგენლობაზე არ უსაუბრია, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ადასტურებენ, რომ საკადრო აუცილებლად იქნება.

„ქართული ოცნების“ ოფისში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილი არ გამოჩენილა. მან პარტიის შენობა იმ წუთებში დატოვა, როდესაც მამუკა ბახტაძე პოლიტიკურ გეგმებზე საუბრობდა.

გაირკვა, რომ ერთსაათიან შეხვედრაზე ბახტაძის კანდიდატურა უმრავლესობას ბიძინა ივანიშვილმა წარუდგინა და ყველა ერთხმად დაეთანხმა.

„ქართული ოცნების“ წევრების ნაწილი მიიჩნევს, რომ საკადრო ცვლილებები მხოლოდ პრემიერის შეცვლით არ უნდა დასრულდეს და ეკონომიკურმა გუნდმა და ძალოვნებმა პოსტი უნდა დატოვონ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები ამბობენ, რომ მამუკა ბახტაძე მისი განათლების და ეკონომიკური სფეროს ცოდნის კრიტერიუმით შეარჩიეს, ნაწილი მას გამოცდილების ნაკლებობას უწუნებს.

მამუკა ბახტაძის კანდიდატურა პარლამენტს დასამტკიცებლად უახლოეს დღეებში გადაეგზავნება.

ამავე თემაზე
დღის ამბები