22 დეკემბერი 2024,   10:11
ვრცლად
მარნეულის მერს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

მარნეულის მერს, რომელიც არაადამიანური მოპყრობაშია ბრალდებული, მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. თემურ აბაზოვი უკვე საკანში გადაიყვანეს. ბრალდებულის ადვოკატი აბაზოვის გათავისუფლებას 10 ათას ლარიან გირაოთი ითხოვდა, რაზეც მოსამართლემ უარი თქვა.

მოსამართლის დარწმუნებას სხდომათა დარბაზში თავად აბაზოვიც ცდილობდა. პატიმრობაში მყოფი მერი ამტკიცებდა, რომ კანონმორჩილი მოქალაქეა, გამოძიებას არ გაექცევა და ყველა კითხვას უპასუხებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები