22 დეკემბერი 2024,   10:00
ვრცლად
ქობულეთში მოკლულ პოლიციელის, ბუტა ანთაძის მკვლელს, ბრალი დაუძიმდა

ქობულეთში რამდენიმე საათის წინ, მოკლული ბუტა ანთაძის მკვლელს მკვლელს ბრალი დაუმძიმდა. ბრალდებულის მიმართ გამოძიება 109-ე მუხლით გაგრძელდება, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკველობას გულისხმობს. 

გარდა ამისა, სოფელ მუხაესტის მცხოვრებლები მკვლელსა და მოკლულს შორის არსებულ კონფლიქტზეც საუბრობენ და მოკლულ ბუტა ანთძეს ახალგაზრდების შევიწროვებასა და ცემაში ადანაშაულებენ.

ფაქტს უარყოფენ მოკლულის ახლობლები.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა გვიან ღამით იმ დროს მოხდა, როდესაც სოფელში  ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი ხის ტრანსპორტირება მიმდინარეობდა, შესაბამისად ადგილზე ხალხმრავლობა იყო.

პოლიციის უფროსს ბუტა ანთაძეს სასიკვდილო ჭრილობა ზურგის არეში ჰქონდა მიყენებული. სამართალდამცველი რეფელარურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დღის ამბები