22 დეკემბერი 2024,   10:12
ვრცლად
პრემიერის თანამდებობაზე პრეზიდენტი პარლამენტს მამუკა ბახტაძის კანდიდატურას წარუდგენს

პრეზიდენტი მზად არის, კონსტიტუციით გათვალისწინებული ნორმა დაიცვას და პარლამენტს პრემიერ-მინისტრად ის კანდიდატურა წარუდგინოს, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობამ შეარჩია.

გიორგი მარგველაშვილი დღეს საღამოს გამოსცემს აქტს, რომლითაც პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მამუკა ბახტაძის კანდიდატურა საკანონმდებლო ორგანოს წარედგინება.

პრეზიდენტის აზრით, საქართველოს პრემიერი ბიძინა ივანიშვილი უნდა იყოს და მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, თუმცა გიორგი მარგველაშვილი კონსტიტუციის დარღვევას არ აპირებს.

„პრეზიდენტმა თავისი პოლიტიკური პოზიცია ძალიან ნათლად დააფიქსირა. მან გააკეთა განცხადება და საჯაროდ თქვა მისი მოსაზრებით ვინ უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი პრემიერმინისტრობის კანდიდატად - ეს არის ბიძინა ივანიშვილი, თუმცა მმართველმა გუნდმა სხვა არჩევანი გააკეთა. პრეზიდენტის პოლიტიკური პოზიცია ცნობილია, თუმცა მისი პოლიტიკური პოზიცია არის ერთი საკითხი, მეორე საკითხია, რას და როგორ განსაზღვრავს ქვეყნის უზენაესი კანონი. ბუნებრივია, პრეზიდენტი, როგორც კონსტიტუციის დაცვის გარანტი, თავად დაიცავს და შეასრულებს იმ მოვალეობას, რომელსაც მას აკისრებს ამ ქვეყნის კონსტიტუცია,“- განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები