22 დეკემბერი 2024,   10:24
ვრცლად
"ერთმანეთში ნუ ურევთ ჩეჩნეთს და კადიროვის ჩეჩნეთს... რაც ივანიშვილის ბანდამ გააკეთა მარნეულში ეს არის კლასიკური კადიროვის მეთოდი" - სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არასამთავრობო კოალიცია „არა ფობიას“ განცხადებას ეხმაურება, სადაც მას დისკრიმინაციაში დასდეს ბრალი.

„საქართველოს გარუსების პოლიტიკა, ეს არაფერ კავშირშია ეთნოსთან, დიხაც რომ არ უნდა გარუსდეს. საქართველოს გარუსებას ცდილობდა რუსთის იმპერია ორი საუკუნის განმავლობაში და საქართველოს გარუსებას ცდილობს ბიძინა ივანიშვილი, რომელიც თავის ბუნებითა და მრწამსით არტის რუსი ოლიგარქი და არ არის ქართული მოვლენა.

"ვადასტურებ და ხმამაღლა ვამბობ, რომ არ მივესალმები საქართველოს გარუსებას, არ მიმაჩნია, რომ საქართველო არის რუსეთი. ჩვენ ვერ გაგვარუსებენ ჩვენ ვართ ამაყი ერი, რომელიც არ იქნება არავის მონა.

"ერთმანეთში ნუ ურევთ ჩეჩნეთს და კადიროვის ჩეჩნეთს, ყველა საერთაშორისო ტრიბუნიდან მე ყოველთვის მხარს ვუჭერდი ჩრდილო კავკასიელების ბრძოლას თავისუფლებისთვის და მითუმეტეს ნურავინ ნუ გადაგვკიდებს ჩვენს სისხლსა და ხორცს, ჩვენს მოქალაქეებს პანკისში, რომელიც ძალიან მიყვარს და ყოველთვის გვერდში ვედექი, მაგრამ ის რაც ივანიშვილის ბანდამ გააკეთა მარნეულში, ეს არის კლასიკური კადიროვის მეთოდი და ყველაზე დიდი სირცხვილი ჩეჩნეთის და საერთოდ კავკასიის ეს არის კადიროვის არსებობა გროზნოში. კადიროვის გადმონერგვა საქართველოში, ეს არის ყველაზე სამარცხვინო რამე,“-აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილი ასევე გამოეხმაურა საკუთარ განცხადებას, რომელიც ყოფილი პროკურორისა და შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილე ნათია მეზვრიშვილთან დაკავშირებით გააკეთა.

„მისი ქალობა ან კაცობა აქ არაფერ შუაშია. ეს არის ადამიანი, რომელიც მონაწილეობდა ყველა პოლიტიკური საქმის გაყალბებაში, შეკერვაში, მტკიცებულებების ფალსიფიკაციაში, ეს არის სისხლის სამართლის დამნაშავე, ეს ქალი აუცილებლად წარსდგება ნორმალური ქართული სასამართლოს წინაშე თავის ბატონ პატრონებთან ერთად ვინც ამ დავალებას აძლევდა.

ამ ქალს არ აქვს არც სინდისი არც მორალური უფლება წარმოადგენდეს საქართველოს სამართალდამცველ ორგანოს“-აცხადებს სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილმა ასევე ისაუბრა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის შოთა შალელაშვილის შესახებ, რომელიც ერთ-ერთ თავის განცხადებაში „რუს ებრაელად“ მოიხსენია.

„ჩემი შვილის მეუღლე არის ამერიკელი ებრაელი და ძალიან გვიყვარს და ვამაყობთ, მე ყოველთვის განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა ქართველ ებრაელებთან.

მაგრამ ვერავინ ვერ მოიხმობს თავის ეთნიკურ წარმომავლობას, რომ გაამართლოს ქართველი ხალხის ძარცვა, ეს კაცი არის რუსი შალელაშვილის რუსეთიდან არის ჩამოყვანილი მას არ უნდა ჰქონოდა იურიდიული უფლება ყოფილიყო საქართველოს პარლამენტის წევრი, მაგრამ ვინაიდან ივანიშვილთან ერთად იყოფენ ფულს და ძარცვავენ საქართველოს აფერისტული სქემით... ამ სქემით ატრიალებენ ყველაფერს საქართველოში და რამდენადაც მესმის უკრაინაში, ეს არის მთელი ისტორია და  რა შუაშია აქ ეთნიკური წარმომავლობა?  და სრულიად შეურაცხმყოფელია ჩემთვის ვინმემ დამადანაშაულოს ებრაელებთან ცუდ დამოკიდებულებაში, ოჯახის საყვარელი წევრი მყავს ებრაელი და ძალიან კმაყოფილი ვარ ამით.

ყველას ახსოვს, რომ ქართული სახელმწიფოს მრავალეთნიკურობის თემა ყოველთვის იყო ჩემი მთავარი თემა. ჩვენ მოვახერხეთ შემომტკიცება სამცხე-ჯავახეთის, ჩვენ მოვახერხეთ წესრიგის დამყარება პანკისის, მოვახერხეთ სეპარატიზმის აღკვეთა აჭარაში და სეპარატისტული ფეოდალის განდევნა და იყო სრული სამოქალაქო მშვიდობა საქართველოს ყველა ეთნიკურ ჯგუფს შორის, სადაც ჩვენ გვქონდა კონტროლი და ძალიან დიდი უსინდისობაა, ჩათვალეთ, რომ ხალხს აქვს ამნეზია, მაგრამ თუკი ვინმემ, გადაკიდა ერთმანეთს ქართველების სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის, თუკი ვინმე ქმნის პრობლემებს პანკისში, ფაქტობრივად დაკარგული გვაქვს კონტროლი სამცხე ჯავახეთში, რამდენი დღის წინ რა დაემართა აზერბაიჯანელებს ყველამ ნახეთ, თუკი ვინმემ გადაკიდა ეთნიკური ქართველები ეს არის ბიძინა ივანიშვილი და რუსეთი, ამიტომ ამის არ შემჩნევა და ისრების ჩემსკენ გადმოტანა ან არის უკიდურესი არაკომპეტენტურობით გამოწვეული ან მანდ სულ სხვა რაღაცაა“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დღის ამბები