22 დეკემბერი 2024,   10:15
ვრცლად
დახოცილი ლეკვები ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში - ვიდეოები სოციალური ქსელით გავრცელდა

ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში დახოცილი ლეკვების ამსახველი ვიდეოები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ვიდეოში, რომელიც 16 წლის ტასო ლოსაბერიძემ ორი დღის წინ გადაიღო, ჩანს, როგორ კვდება ლეკვი, რომელიც სხვა ლეკვებთან ერთადაა ვოლიერში.  

ვიდეოების სოციალურ ქსელში გავრცელების შემდეგ ცხოველთა თავშესაფრის დირექტორი ზურაბ ლატარია იძულებული გადა, თანამდებობიდან გადამდგარიყო, თუმცა, ის სხვაგან არ წასულა, ისევ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში სხვა თანამდებობაზე აგრძელებს მუშაობას.

სააგენტოს ინფორმაციით, ინციდენტის დროს დირექტორის სავარუდო გულგრილობა იკვეთება. ფაქტის შესწავლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში 121 ვოლიერში 250 ძაღლი და კატა ცხოვრობს. თავშესაფარში ადასტურებენ, რომ ცხოველების სიკვდილიანობა ხშირია. ვეტერინარის თქმით, ამის მიზეზი ქუჩაში შეძენილი ინფექციებია. დავით ომარაშვილი ამტკიცებს, რომ ორი დღის წინ ლეკვის დაღუპვის მიზეზიც ინფექცია გახდა.

ცხოველთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები ფაქტით დაინტერესებისკენ სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებენ.

სპეციალისტები ამბობენ, რომ აშკარაა ცხოველთან სასტიკი მოპყრობის ნიშნები, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.

მომხდარის შემდეგ ცხოველთა მუნიციპალურმა თავშესაფარმა ვიზიტორების მიღება ერთი კვირით შეწყვიტა.

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი.

 

 

 

 

დღის ამბები