22 დეკემბერი 2024,   10:10
ვრცლად
ფსიქოტროპული წამლები ურეცეპტოდ - ბათუმში აფთიაქის დალუქვას ითხოვენ

კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, ყოფილი პატიმარი მერაბ ღოღობერიძე ბათუმში ერთ-ერთი აფთიაქის დახურვას ითხოვს.

მისი განცხადებით, ქალაქში ფუნქციონირებს აფთიაქი, სადაც ფსიქოტროპული ნივთიერებები ყოველგვარი რეცეპტის გარეშე არასრულწლოვნებზეც იყიდება.

მერაბ ღოღობერიძის მტკიცებით, ობიექტს პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო ალავიძის კომპანია იცავს. თავად ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიას კი ხელისუფლების მაღალჩინოსნები მფარველობენ. მერაბ ღოღობერიძემ ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიცია გამოიძახა და აფთიაქის საქმიანობის გამოძიებას ითხოვს.

"მოსახლეობა ჩამოდის და ამ აფთიაქში ყიდულობს წამლებს, რომლებიც ნარკოტიკულ ნივთიერებებს შეიცავს. მიუხედავად იმისა, რომ დაილუქა და შეგიძლია ნახოთ, მაინც აგრძელებენ საქმიანობას, იმიტომ რომ ეს არის სოსო ალავიძის დაცვის ქვეშ მყოფი ობიექტი"-აცხადებს ღოღობერიძე.  

დღის ამბები