22 დეკემბერი 2024,   10:32
ვრცლად
ზალიკო უდუმაშვილმა მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ პირობებში მცხოვრები ზურაბიშვილების ოჯახი მოინახულა

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზალიკო უდუმაშვილი ზურაბიშვილების 10 სულიან ოჯახში იმყოფებოდა და მათ პრობლემებს გაეცნო. ოჯახი მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ პირობებში ცხოვრობს.

მათი პრობლემა კი ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს უკავშირდება. ზურაბიშვილები, პენსიონერ მოხუცებთან და მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად შესაძლოა ღია ცისქვეშ აღმოჩნდნენ.

ზალიკო უდუმაშვილმა მათ „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი ინიციატივა გააცნო და გარანტიის სერთიფიკატი გადასცა, რომელი სხვადასხვა კატეგორიის დაზარალებულებისთვის ზარალის ანაზღაურებას ითვალისწინებს.

დღის ამბები