22 დეკემბერი 2024,   10:06
ვრცლად
ვერ დალაგდნენ, ვერ გაიგეს რა აკეთონ - ნიკა მელია ტექნიკური მთავრობის წარდგენას უპრეცედენტოს უწოდებს 

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ პარლამენტისთვის ტექნიკური მთავრობის წარდგენას, უპრეცენდენტო პოლიტიკურ ნაბიჯს უწოდებს "ნაციონალური მოძრაობა". 

პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის,  ნიკა მელიას განცხადებით, ეს გაუაზრებელი ნაბიჯია, რაც ცხადყოფს, რომ მმართველ ძალას სამოქმედო გეგმა არ გააჩნია.

„ის რაც დღეს ხდება „ქართული ოცნების“ თავს, მანახეთ ერთი სახელმწიფო, სადაც მსგავსი პრეცედენტი მომხდარა. ამტკიცებენ მინისტრებს, რომლებზეც ამბობენ, რომ რეალურად ეს მინისტრები აღარ იქნებიან ორ სამ კვირაში.

ვერ დალაგდნენ, ვერ გაიგეს, რა აკეთონ თავად ხვალ და ზეგ არ არსებობს გეგმა, ყოველი დღე მიანიშნებს იმაზე, რომ ქვეყანას ხელისუფლება მიაქანებს უფსკრულისკენ, ამიტომ, საზოგადოება, სამოქალაქო სექტორი, ყველა ღირსეული ოპოზიციური პოლიტიკური პარტია უნდა იყოს აქტიური, როგორც არასდროს, რომ რაც შეიძლება სწრაფად ქვეყნის განვითარება დავიწყოთ და ქვეყნის განვითარება არ იქნება მანამ, სანამ ქართული ოცნებაა მართვის სადავეებთან“- აცხადებს ნიკა მელია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, პარლამენტში მთავრობის ფორმალური შემადგენლობა შევა. ამის მიზეზი შემჭიდროებული ვადებია, რომელშიც მთავრობის შემადგენლობა უნდა დამტკიცდეს.

ბახტაძის თქმით, მთავრობის არსებული შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ პარლამენტში მთავრობა შემცირებული რაოდენობით წარდგება, 14 სამინისტრო 11-მდე შემცირდება.

დღის ამბები