22 დეკემბერი 2024,   10:27
ვრცლად
“ასე სახაჭაპურეც კი არ იმართება" - დავით უსუფაშვილი ტექნიკური მთავრობის წარდგენას ეხმაურება 

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ პარლამენტისთვის ტექნიკური მთავრობის წარდგენის გადაწყვეტილებას, არასაპარლამენტო უმცირესობა კრიტიკულად აფასებს. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, "შენების მოძრაობის" დამფუძნებელი დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანა კონსტიტუციით იმართება და ის პრემიერ-მინისტრობის ახალ კანდიდატს მის გადახედვას ურჩევს.

“ასე სახაჭაპურეც კი არ იმართება, არათუ სახელმწიფო. თუ კიდე რამე გამიკვირდებოდა ამ დღეებში ნამდვილად არ მეგონა. იმიტომ რომ საჭიროა სასწრაფოდ მთავრობას თუ დასახელებულ პრემიერმინისტრობის კანდიდატს, ვინმემ კონსტიტუცია მიაწოდოს და კონსტიტუციას ჩახედონ. და ყველა, ვინც ამაზე საუბრობს, ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდნენ იმაზე, რომ ეს ქვეყანა იმართება კონსტიტუციით. რას ნიშნავს ცოტა ხანი დავამატკიცებთ და მერე სხვა რაღაცას გავაკეთებთ და მერე კიდე დავამტკიცებთ,“ - ამბობს უსუფაშვილი.

დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია მამუკა ბახტაძის გადაწყევტილება.

„მე ნამდვილად არ მეგონა, თუ ამ დღეებში კიდე რამე გამიკვირდებოდა. ამიტომ ერთადერთი იმედი ახლა პარლამენტზეა,“ - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

პოლიტიკური პლატფორმა ”ახალი საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ პრემიერმინისტრობის ახალ კანდიდატის მიზანი ბიძინა ივანიშვილისთვის მისაღები კადრების „გადარჩენაა.“

„ჩვენ ვნახეთ კიდევ ერთი ცირკი, რომელიც მოაწყო ქართულმა ოცნება, ფაქტობრივად მათ სახე დაკარგეს საერთო. მთავარი ამოცანა, რაც აქვს ახალ პრემიერ-მინისტრის კანდიდატს, ეს არის ბიძინას ე.წ. ლუბიმჩიკების გადარჩენა მთავრობაში. ეს არის გახარია, წულუკიანი, ის ადამიანები, რომელთა მიმართებაში ყველაზე მეტი კითხვის ნიშანი აქვს საზოგადოებას,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, პარლამენტში მთავრობის ფორმალური შემადგენლობა შევა. ამის მიზეზი შემჭიდროებული ვადებია, რომელშიც მთავრობის შემადგენლობა უნდა დამტკიცდეს.

დღის ამბები