22 დეკემბერი 2024,   10:23
ვრცლად
"პრემიერობის კანდიდატით თუ ვიმსჯელებთ, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ათი სამინისტრო იქნება თუ ასი" - ბურჯანაძე 

"იმას კი არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი სამინისტრო იქნება, არამედ იმას აქვს მნიშვნელობა იმას, რამდენად მცოდნე და კომპეტენტური ადამიანები იქნებიან ამ სამინისტროების ხელმძღვანელები"- აცხადებს "დემოკრატიული მოძრაობა- ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ტექნიკური მთავრობის შესახებ საუბრისას.

მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა არც მთავრობის მცირე კონცეფციას და არც სამინისტროების რაოდენობას, რადგან ქვეყანას მხოლოდ ერთი პირი, ბიძინა ივანიშვილი მართავს.

ბურჯანაძის თქმით, აუცილებელია, სრულად შეიცვალოს მმართველი გუნდი. სიტუაციიდან ერთადერთ გამოსავლად არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას მიიჩნევს. 

"პრემიერობის კანდიდატით თუ ვიმსჯელებთ შეგვიძლია, აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვნად ვთქვათ, რომ არავითარ მნიშვნელობა არ აქვს ათი სამინისტრო იქნება თუ ასი.

მე მაქვს პრეტენზია ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში და არა რომელიმე მინისტრთან მიმართებაში, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება, რომელი სამინსიტროს სკამზე სანამ ბიძინა ივანიშვილი მართავს ყველაფერს.

კაცმა ისე გადააყენა პრემიერ-მინისტრი უმრავლესობამ, საერთოდ არ იცოდა, პრემიერ მინისტრის გადაყენება თუ იგეგმებოდა. საქართველოს განკარგავს ერთი ხელი. ხელი მდიდარი ადამიანის, რომელიც დღესაც კი, მთავრობის დაკომპლექტების დროს, არ ჩნდება საკუთარ უმრავლესობასთანაც კი. ამ ვითარებაში ქვეყანას გამოსავალი არ აქვს მინისტრების შეცვლით ან პრემიერ-მინისტრების შეცვლით, გამოსავალი არის სრული ცვლილება, რაც შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით"-აცხადებს ბურჯანაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები