22 დეკემბერი 2024,   10:14
ვრცლად
აქციამ ოზურგეთის საკრებულოში გადაინაცვლა - თავმჯდომარის კაბინეტთან სამი დეპუტატი შიმშილობს

ოზურგეთის საკრებულოს სამმა დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ შიმშილობა დაიწყო. დეპუტატები შიმშილობის აქციას ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტთან მართავენ. ისინი საკრებულოს შენობაში ცოტა ხნის წინ შეუშვეს.

პროტესტის მონაწილე დეპუტატები „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრისა და ამავე საკრებულოს დეპუტატის ბესო ქათამაძის ცემის ფაქტს აპროტესტებენ. დეპუტატები ითხოვენ, დაისაჯოს საკრებულოს უმრავლესობის ყველა ის წევრი, რომლებმაც ქათამაძის ცემაში მონაწილეობა მიიღო.

თავდაპირველად აქციის მონაწილე იმ დეპუტატებს, რომლებსაც საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტთან შიმშილობის დაწყება სურდათ, სამართალდამცავებმა შესვლის უფლება არ მისცეს, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

მოგვიანებით, საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა აქციის დაშლის გადაწყევტილება მიიღეს, რის შემდეგაც სამი დეპუტატი პოლიციამ ადმინისტრაციულ შენობაში შეუშვა. აქცია ოზურგეთის საკრებულოსთან დასრულებულია, ის იმავე მოთხოვნებით პარასკევს 12:00 საათზე განახლდება.

ამ დროში ოპოზიცია ყველა იმ დეპუტატის დასჯას ითხოვს, ვინც ოპოზიციონერ კოლეგას ფიზიკურად გაუსწორდა.

დღის ამბები