22 დეკემბერი 2024,   10:14
ვრცლად
ფიზიკური დაპირისპირება და ხმაური ოზურგეთის საკრებულოში - ენმ-ს წევრები საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტთან შიმშილობენ

ხმაური და დაპირისპირება ოზურგეთის საკრებულოში - ფიზიკური შეხლა-შემოხლა მას შემდეგ დაიწყო,  რაც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტთან შიმშილობის დაწყება გადაწყვიტეს. ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა და შენობა ძალის გამოყენებით დაატოვებინა. შენობიდან გაძევების შემდეგ, სამართალდამცველებთან დაპირისპირება უკვე მუნიციპალიტეტის გარეთ გაგრძელდა, სადაც შეკრებილები ოზურგეთში მომხდარს დილიდან აპროტესტებდნენ.

საბოლოოდ ენმ-ს წევრებმა საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტთან მაინც დაიწყეს. ნაცემი დეპუტატი და მისი კოლეგები საგანგებო სხდომის მოწვევას და მმართველი პარტიის წევრებისათვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვდნენ. საუბარია საკრებულოს იმ წევრებზე ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ბესო ქათამაძე საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ოთახში დაიბარა და დროშის რკინის ტარი თავში ჩაარტყა.

ოპოზიცია წაყენებული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ვადას ადგილობრივ ხელისუფლებას პარასკევამდე აძლევენ. თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ენმ აქციებით იმუქრება.

ამავე თემაზე
დღის ამბები