22 დეკემბერი 2024,   05:22
ვრცლად
6 თვის განმავლობაში თქვენ მკვლელებს და მკვლელების მფარველებს აფარებთ ხელს - მელია შს მინისტრს მიმართავს

„მაინტერესებს, მოეგებით გონს თუ არ მოეგებით ამ საქმესთან დაკავშირებით," - ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას შს მინისტრის მიმართავს. 

ნიკა მელიამ გიორგი გახარიას 4 დეკემბერს მის მიერ გაკეთებული განცხადება შეახსენა და თქვა, რომ მაშინ მინისტრმა განაცხადა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულში მონაწილე ყველა პირი დაკავებულია.

„6 თვის განმავლობაში თქვენ მკვლელებს და მკვლელების მფარველებს აფარებთ ხელს,“ - ამბობს ნიკა მელია.

ნიკა მელია ამბობს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება გაყალბებულია.

„მაინტერესებს, მოეგებით გონს თუ არ მოეგებით ამ საქმესთან დაკავშირებით იმიტომ, რომ თქვენ დაიწყეთ ეს გამოძიება და თქვენ გააყალბეთ,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

გარდა ამისა, ნიკა მელიამ შს მინისტრს თბილისის ცენტრიდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებითაც დაუსვა კითხვა. 

 

დღის ამბები