20 ნოემბერი 2024,   05:13
ვრცლად
მუხთარლის საქმე, სასამართლო სისტემა, თაღლითურ სქემაში მონაწილეობა - ოპოზიციის მწვავე კითხვები მამუკა ბახტაძეს

საკანონმდებლო ორგანო დღეს სამკვირიან მთავრობას ამტკიცებს. მამუკა ბახტაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან კანონმდებლებს სამთავრობო პროგრამა და ინიციატივები გააცნო. ამის შემდეგ კი პრემიერი და მისი გუნდი დეპუტატების კითხვებს ისმენდნენ.

პრემიერობის კანდიდატთან კითხვები აქვთ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს. „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა მამუკა ბახტაძის პროგრამას "უაზრო" და "ლოზუნგებად დარჩენისთვის განწირული" უწოდა. ბახტაძის მიმართ ის კითხვებიც დაისვა, რაც კითხვებიც ოპოზიციას ჯერ კიდევ წინა პრემიერთან ჰქონდათ.

გარდა ამისა, კითხვები შეეხო მამუკა ბახტაძის იმ განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დაფინანსებისთვის თანხა მისი ანგარიშის გამოყენებით გადარიცხეს.

„დაადასტურეთ, რომ მიიღეთ მონაწილება თაღლითურ სქემაში, რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას არსებული კანონის გვერდის ავლით და შესაძლოა ასევე მიიღეთ მონაწილეობა ასევე უკანონო შემოსავლების გათეთრების სქემაში. მიგვაჩნია, რომ პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა აღძრას საქმე და გამოიძიოს თქვენი მონაწილეობა თაღლითურ და ასევე მძიმე დანაშაულში და გვაინტერესებს, ითანამშრომლებთ თუ არა გამოძიებასთან“- მიმართა სამადაშვილმა ბახტაძემ.

კითხვები შეეხო ასევე აფგან მუხთარლის გატაცებას. დეპუტატი გიორგი კანდელაკი დაინტერესდა, ახალი პრემიერი აპირებს ტუ არა ამ საქმეზე შედეგის დადებას.

დაინტერესდა იმ ნაბიჯებით, რომელის გადადგმასაც შს სამინისტროსა და ძალოვანი უწყების რეფორმირების მიმართულებით.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ბახტაძეს ჰკითხა, მისი იდეებიდან რომელს ბლოკავდა უკვე ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი.

ბოკერიას კითხვა სასამართლოს რეფორმის საკითხსაც შეეხო. მან სთხოვა პრემიერობის კანდიდატს, ან დაადასტუროს, რომ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით იგივე პოზიცია აქვს, რაც წულუკიანს ან უარყოს მის იდეებთან თანხვედრა.

მამუკა ბახტაძე დეპუტატების კითხვებს შესვენების შემდეგ უპასუხებს.

დღის ამბები