22 დეკემბერი 2024,   10:29
ვრცლად
გერმანიის დაზვერვის სამსახური მოსახლეობას მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ აფრთხილებს

გერმანიის დაზვერვის სამსახური მოსახლეობას მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ აფრთხილებს.

უწყების ინფორმაციით, ისლამისტებმა შესაძლოა თავდასხმა ტოქსიკური ნივთიერების გამოყენებით ნებისმიერ ადგილას და დროს მოაწყონ.

13 ივნისს კიოლნში 29 წლის ტუნისელი დააკავეს, რომელიც გამოძიების ცნობით, ტერაქტის მოსაწყობად რიცინისგან ბიოლოგიურ იარაღს ამზადებდა.

გერმანიის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელობის განცხადებით, ISISI-ის მებრძოლებს ამ ნივთიერების გამოყენებით ექსპერიმენტი ჩატარებული აქვთ და თანამოაზრეებს ინსტრუქციებსაც აწვდიან.

დღის ამბები