22 დეკემბერი 2024,   10:09
ვრცლად
"აბსურდის თეატრია... კვირიკაშვილი წავიდაო ეკონომიკური პრობლემების გამო და ახლა ვისმენთ, რომ ყველაფერი კარგად არის" - ირმა ნადირაშვილი

„ევროპული საქართველო" მამუკა ბახტაძეს გაეროს კვლევას ახსენებს, რომელის მიხედვითაც მოსახლეობის დიდი ნაწილი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

განცხადება საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას, ირმა ნადირაშვილმა გააკეთა. 

ნადირაშვილის განცხადებით, ქვეყანაში არსებობენ ჩინოვნიკები, რომლებსაც თავისი შემოსავლიდან გამომდინარე შეუძლიათ დღეში დახარჯონ 1200 ლარი, მაშინ როდესაც უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი მოქალაქეების დღიური ხარჯი 3 ლარია.

ირმა ნადირაშვილის თქმით, პრემიერობის კანდიდატს მოჰყავს ციფრები, რომელიც უბრალოდ სასაცილოა. 

„ერთი შეხედვით ჩვენ საქმე გვაქვს აბსურდის თეატრთან. იმიტომ, რომ თქვენ შექმენით ფონი და მკაფიოდ გვითხარით, რომ პრემიერი კვირიკაშვილი  წავიდა არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო. მეორეს მხრივ  მთელი დღის განმავლობაში ამ დარბაზში და გუშინაც ვისმენთ, რომ ქვეყანა მიდის უპრეცედენტოდ წინ, ადამიანების მდგომარეობა გაუმჯობესდა და ათასგვარი ციფრები მოგყავთ თქვენი ნარატივის გასამყარებლად,“-განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.  

დღის ამბები