22 დეკემბერი 2024,   10:26
ვრცლად
99 მომხრე და 6 წინააღმდეგი - პარლამენტმა დროებითი მთავრობა დაამტკიცა

99 მომხრე და 6 წინააღმდეგი - პარლამენტმა მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა. 

კენჭის ყრის პროცედურა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. 

პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას - “თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ ნდობა გამოუცხადა. თუმცა დღეს დამტკიცებული მთავრობა დროებითია, რადგან პარლამენტს უახლოეს სამ კვირაში სტრუქტურულად და პერსონალურად შეცვლილი მთავრობა წარედგინება და მინისტრთა კაბინეტი ნდობის მისაღებად პარლამენტში კიდევ ერთხელ მივა.

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე მცირდება. 

 

დღის ამბები