22 დეკემბერი 2024,   09:55
ვრცლად
პოპულისტური ნაბიჯი, რომელიც საზოგადოებას გააღარიბებს - ანალიტიკოსები პენსიების ზრდასთან დაკავშირებით პრემიერის დანაპირებს აფასებენ 

2019 წლიდან პენსია 20 ლარით გაიზრდება. ამის შესახებ განცხადება, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში სამთავრობო გეგმის პრეზენტაციის დროს გააკეთა. მისი თქმით, ამისთვის ბიუჯეტიდან 400 მილიონი ლარი უნდა გამოიყოს, თუმცა როგორ და რის ხარჯზე აპირებს მთავრობა დანაპირების შესრულებას, არ დაუკონკრეტებია.

საპარლამენტო ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ პენსიის გაზრდა წელსაც შეიძლება, თან არა 20, არამედ 50 ლარით და ამის საკმარისი რესურსიც არსებობს. მათი განცხადებით, საჭიროა შემცირდეს სამთავრობო ხარჯები და აღარ დაფინანსდეს ბევრი უსარგებლო პროგრამა. თუმცა ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ფულის ხარჯვას ვერც ახალი მთავრობა შეელევა.

მამუკა ბახტაძის განცხადებას პოპულისტურს უწოდებენ ეკონომისტები, თუმცა ადასტურებენ, რომ პენსიების ზრდა სწორი ეკონომიკური გათვლების შემთხვევაში შესაძლებელია.  

ანალიტიკოსების აზრით, ლარის ინფლაციის ფონზე პენსიის მხოლოდ 20 ლარით გაზრდა მოსახლეობისთვის დიდი შეღავათი ვერ იქნება, რადგან საკვებთან ერთად გაძვირდა წამლებიც, რაშიც პენსიონერები თანხის ნახევარზე მეტს ხარჯავენ.

კიდევ ერთი რჩევა მთავრობას სპეცილისტებისგან - პენსია არ უნდა გაიზარდოს საზოგადოების სხვა ფენების გაღარიბებისა და შემოსავლის შემცირების ხარჯზე.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი

დღის ამბები