22 დეკემბერი 2024,   09:58
ვრცლად
მკვლელი ნარკოტიკი - ექიმები 23 წლის ახალგაზრდის გადასარჩენად 24 საათზე მეტია იბრძვიან

24 საათზე მეტია ექიმები უცნობი სუბსტანციით მოწამლული ახალგაზრდის გადასარჩენად იბრძვიან. ერთ-ერთი ვერსიით, 23 წლის ახალგაზრდის მძიმე ინტოქსიკაციის მიზეზი ფენტალინის შემცველი ნარკოტიკული ნივთიერებაა.

ერთ ერთი ვერსიით, ამავე ნივთიერებამ იმსხვერპლა ანდოლინის 22 წლის ძმა. უგონო მდგომარეობაში მყოფი შვილები დედამ აბაზანაში გუშინ იპოვა.

ნარკოლოგების დასკვნით სიმპტომები, რომლითაც ძმები ანდოლინები კლინიკაში შეიყვანეს ოპიოიდების ჯგუფის ნარკოტიკით მოწამვლის იდენტურია. არსებობს ეჭვი, რომ ნივთიერება, რომელიც ახალგაზრდებმა მიიღეს, ფენტალინს შეიცავდა, რომელმაც ბოლო ორი თვის განმავლობაში ათზე მეტი ახალგაზრდა იმსხვერპლა.

იმის მიუხედავად, რომ ნარკოტიკმა ბოლო თვეების განმავლობაში 10-ზე მეტი ახალგაზრდას სიცოცხლე შეიწირა, დღემდე დაუდგენელია სად შეიძინეს მათ მკვლელი ნარკოტიკი.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. გამოძიებამ უნდა დაადგინოს ვისგან და შეიძინეს ნარკოტიკი ახალგაზრდებმა.

დღის ამბები