09 ნოემბერი 2024,   18:42
ვრცლად
მღრღნელების ექსკრემენტები საკვებში - ქუთაისში სოციალურად დაუცველთა სასადილო დახურეს

ქუთაისში, სოციალურად დაუცველთა სასადილოში, სურსათის უვნებლობის სააგენტომ არაერთი დარღვევა და სტანდარტებთან კრიტიკული შეუსაბამობა აღმოაჩინა. 

სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები ”მადლიერების სახლში” შესამოწმებლად მას შემდეგ შევიდნენ, რაც „კურიერმა“ სოციალურად დაუცველთა საკვებში თაგვების ნაკვალევის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

რამდენიმე საათიანი სამუშაოების შედეგად, სააგენტომ სასადილო დახურა. ქუთაისის ყველაზე მსხვილი უფასო სასადილო ხვალიდან ბენეფიციარებს ვეღარ მიიღებს. 650 ადამიანი კი სავარაუდოდ, საკვების გარეშე დარჩება.

"კურიერს" ”მადლიერების სახლის” რამდენიმე ბენეფიციარმა მას შემდეგ მიმართა, რაც საკვებში მღრღნელების განავალი აღმოაჩინეს. ოჯახები, რომლებიც აქ ყოველდღე სადილობდნენ, ყვებიან რომ სასადილოდან წაღებულ წვნიანში მღრღნელების ექსკრემენტები იყო. 

სოციალურად დაუცველთა საკვებში მღრღნელების ექსკრემენტების აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია აქვთ ქუთაისის მერიაში. უფასო სასადილო, სწორედ მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაშია. ქალაქის მერის მოადგილე ამტკიცებს, რომ ”მადლიერების სახლში” როგორც კვების კალორაჟი და მდგომარეობა, ასევე სასადილოში არსებული მდგომარეობაც მკაცრად კონტროლდება.

ავტორი: თაკო სურგულაძე, ედიშერ მუშკუდიანი 

დღის ამბები