22 დეკემბერი 2024,   10:22
ვრცლად
ვინ წავა და ვინ დარჩება მთავრობაში - მინისტრები პრემიერის პრეროგატივაზე მიუთითებენ

მთავრობა, რომელსაც პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა, მხოლოდ ორი კვირის განმავლობაში იმუშავებს. ვადის ამოწურვის შემდეგ დეპუტატებმა კიდევ ერთი ახალი მთვარობა უნდა დაამტკიცონ. ცნობილია, რომ 14 სამინისტროდან მხოლოდ 11 დარჩება.

14 მინისტრიდან, ვინც დღეს დაამტკიცეს, ნაწილი ორ კვირაში მთავრობის შემადგენლობას დატოვებს. ვინ წავა და ვინ დარჩება მთავრობაში თავად მინისტრებმაც არ იციან, მათი თქმით, პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა. მინისტრები სტრუქტურულ ცვლილებებზე უკვე საუბრობენ.

მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ თუ პრემიერი გადაწყვეტს, რომ ის მთავრობის შემადგენლობაში უნდა დარჩეს, ის მზად არის, რომ შემოთავაზებას დათანხმდეს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისთვის, ნიკოლოზ გაგუასთვის უცნობია, დროებითი მთავრობის ვადის ამოწურვის შემდეგ, დარჩება თუ არა მთავრობის ახალ შემადგენლობაში. მისი თქმით, ამის შესახებ გადაწყვეტილების მიღება პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა.

მინისტრები ამბობენ, რომ მთავრობის ახალ შემადგენლობასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილი კონსულტაციებში ჩართული იქნება.

„ბიძინა ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარეა და ბუნებრივია, რომ ის ამ კონსულტაციებში მონაწილეობას მიიღებს, თუმცა მე ამ კონფიგურაციით მონაწილეობა არ მიმიღია,“- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ.

ამავე თემაზე
დღის ამბები