22 დეკემბერი 2024,   06:05
ვრცლად
უკრაინას, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი ეკლესია და დამპყრობელს არ უნდა ექვემდებარებოდეს - მეუფე პეტრე

სინოდის სხდომაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი უკრაინისთვის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება იყო.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა განაცხადა, ამ ეტაპზე არ დგას საკითხი, დაუჭერს თუ არა საქართველო მხარს უკრაინის ეკლესიის გამოყოფას რუსული ეკლესიიდან, თუმცა საკითხის განხილვა მიმდინარეობს.

„საკითხი ჯერ არ დგას დაჭერა არ დაჭერა... ამ თემაზე კონსტანტინეპოლი მუშაობს. არის უმრავი შეკითხვა და ჩვენც ასევე პარალელურ რეჟიმშიო ვიფიქრებთ და ვისმჯელებთ, როგორც სათნო იქნება ღვთისგან,“-განაცხადა მეუფე პეტრემ,

რაც შეეხება ამ საკითხთან დაკავშირებით ჭყონდიდელი მღვდელმთავრის პოზიციას, მეუფე პეტრე თვლის, რომ როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას, უკრაინას უნდა ჰქონდეს ავტოკეფალია.

„ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ზოგადად უკრაინას 40 მილიონიან ქვეყანას, დამოუკიდებელს, რა თქმა უნდა, უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი ეკლესია და დამპყრობელი ქვეყნის პირველ იერარქს არ უნდა იხსენიებდეს ლოცვებში და არ უნდა ექვემდებარებოდეს მას ეკლესიურად.

მაგრამ პროცესუალურად ეს საკითხი დროში გაიწელება“- განაცხადა მეუფე პეტრემ.

დღის ამბები