06 მაისი 2024,   17:56
ვრცლად
თბილისში, წერეთლის გამზირზე "მეგატექნიკის" მაღაზია გაქურდეს

თბილისში, წერეთლის გამზირზე, "მეგატექნიკის" მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა დღეს მოხდა. ჩამსხვრეულია მაღაზიის კარებები. სავარაუდოდ ქურდებმა მაღაზიაში შეღწევას სწორედ ამ მეთოდით შეძლეს. 

არსებული ინფორმაციით, მაღაზიიდან წაღებულია მობილური ტელეფონები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. 

როგოც "რუსთავი2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით აღიძრა, რაც ქურდობას გულისხმობს. 

სამართალდამცველებს ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ. უწყებაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. 

დღის ამბები