16 ნოემბერი 2024,   10:23
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" საერთაშორისო მდივანმა, ფაქტობრივად, დააანონსა შესაძლებლობა, რომ ფატალური შემთხვევა მოხდეს ამ აქციების დროს - ნინო წილოსანი

"ნაციონალური მოძრაობის" საერთაშორისო მდივანმა, ფაქტობრივად, დააანონსა შესაძლებლობა, რომ ფატალური შემთხვევა მოხდეს ამ აქციების დროს,"- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებას "ფატალურ შემთხვევასთან" დაკავშირებით, რომელიც მან ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში გააკეთა.

ნინო წილოსანი მოუწოდებს "ნაციონალურ მოძრაობას" პასუხისმგებლობა აიღოს აქციების განვითარებაზე და, ასევე მიმართავს საზოგადოებას, რომ ისინი მხოლოდ ინსტრუმენტებს წარმოადგენენ პოლიტიკური ძალების ხელში.

"ნაციონალური მოძრაობის" საერთაშორისო მდივანმა, ფაქტობრივად, დააანონსა შესაძლებლობა, რომ ფატალური შემთხვევა მოხდეს ამ აქციების დროს. ეს არის უმნიშვნელოვანესი და ყურადსაღები თავად აქციაში მონაწილე ადამიანებისთვის, რადგან არაერთხელ გვითქვამს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" აკერმანის სტრატეგიის მიხედვით ყველაფერს გააკეთებს, რომ ის ინსტრუმენტები გამოიყენოს, რაც მათთვის უკვე ცნობილია, მათ შორის, მაიდანის რევოლუციური სცენარებიდან გამომდინარე და ბევრი სხვა ინსტრუქცია, რომელიც მათ აკერმანიდან აქვთ მიღებული.

მოვუწოდებთ ყველას, მათ შორის, "ნაციონალური მოძრაობის" და მათთან აფილირებული პარტიების წარმომადგენლებს, რომ აიღონ პასუხისმგებლობა აქციების განვითარებასთან დაკავშირებით, რომელსაც თავადვე აორგანიზებენ. მოვუწოდებ აქციის მონაწილეებს, იმ ადამიანებს, ვისაც ჰგონია, რომ ისინი მხოლოდ თავიანთ გულმხურვალე პოზიციას გამოხატავენ საკუთარი ქვეყნის უკეთესი მომავლის მიმართ, ისინი არიან მხოლოდ და მხოლოდ ინსტრუმენტი ბოროტი პოლიტიკური აქტორების მხრიდან,"- აცხადებს ნინო წილოსანი.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში, საპროტესტო გამოსვლებზე საუბრისას თქვა, რომ არავინ იცის, რა სახეს მიიღებს მოვლენები. ახსენა შესაძლო ფატალური შემთხვევა, რაზეც აღნიშნა, რომ სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლების მხარეს იქნება.

ამავე თემაზე
დღის ამბები