ბრექსითის გადაწყვეტილების მეორე წლისთავთან დაკავშირებით, ლონდონში მასშტაბური საპროტესტო აქცია იგეგმება.
ანტი-ბრექსითის კამპანიის ორგანიზატორები განმეორებითი კენჭისყრის ჩატარებას მოითხოვენ.
მათი განცხადებით, იმ საფრთხესთან დაკავშირებით, რომელიც ბრიტანეთს ევროკავშირიდან გარდამავალი შეთანხმების გარეშე გასვლის შემთხვევაში ემუქრება, ხალხმა მტკიცე პოზიცია უნდა გამოხატოს.
ბრიტანეთის ხელისუფლებას უმსხვილესი კომპანიებიც აფრთხილებენ.
ეარბასის შემდეგ, ბრიტანეთის ბაზრიდან გასვლით BMW-ც დაიმუქრა. გერმანულ ავტომწარმოებელ კომპანიას ქვეყანაში 8 ათასი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.