22 დეკემბერი 2024,   10:01
ვრცლად
წულუკიანი გეგმავს, მცირე მთავრობის კონცეფციის შესახებ პრემიერს საკუთარი ინიციატივები შესთავაზოს

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, გეგმავს, რომ ახალი მთავრობის დამტკიცების შემდეგ პრემიერმინისტრს მცირე მთავრობის კონცეფციის შესახებ საკუთარი ინიციატივები შესთავაზოს.

ამის შესახებ განცხადება თეა წულუკიანმა სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე გააკეთა.

იუსტიციის მინისტრი ჯერ ისევ მთავრობის შემადგენლობაშია, თუმცა, დარჩება თუ არა საბოლოოდ ბახტაძის მინისტრთ კაბინეტში, ამ კითხვას თეა წულუკიანი არ პასუხობს.

„მცირე მთავრობა გულისხმობს იმას, რომ ნაკლებმა რესურსმა გააკეთოს უფრო მეტი საქმე. ამას ჰქვია სხვაგვარად ეფექტიანობა. მე იმედი მაქვს, რომ ახალი შემადგენლობა, როდესაც ნდობას მიიღებს პარლამენტისგან, ის სამინისტროები, ვინც გაერთიანდებიან, შეძლებენ, რომ სწორედ ეს იდეები განახორციელონ პრაქტიკაში. არის ე.წ. ჩემი უწყება რამდენიმე კვირით, შესაბამისად, როდესაც ახალი შემადგენლობა მიიღებს პარლამენტის ნდობას და, თუ ვიქნები ამ შემადგენლობაში, რა თქმა უნდა, მე მექნება ძალიან კონკრეტული იდეები, თუ იუსტიციის სამინისტროში მცირე მთავრობის იდეა, როგორ უნდა გატარდეს პრაქტიკაში,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღეს პრემიერსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით მორიგი კონსულტაცია გაიმართება.

დღის ამბები