22 დეკემბერი 2024,   09:58
ვრცლად
თურქეთი ვადამდელი არჩევნებისთვის ემზადება

თურქეთში ხვალ ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.  მოსახლეობა ხვალ ერთდროულად ქვეყნის პრეზიდენტს და პარლამენტის ახალ შემადგენლობას აირჩევს.

პრეზიდენტის პოსტისთვის ქვეყნის მოქმედი ლიდერი რეჯეფ თაიფ ერდოღანი (სამართლიანობისა და განვითარების პარტია), მუჰარემ ინჯე (სახალხო-რესპუბლიკური პარტია), სელაჰატინ დემირთაში (ხალხთა დემოკრატიის პარტია), მერალ აქშენერი (კარგი პარტია), თემელ ქარამოლაოღლუ (ბედნიერების პარტია) და დოღუ პერინჩეკი (სამშობლო) იბრძოლებენ. 

პოლიტიკური პარტიების ლიდერები დღეს მხარდამჭერებთან ბოლო წინასაარჩევნო შეხვედრებს მართავენ.

პრეზიდენტის პოსტის შენარჩუნება სურს რეჯეპ ტაიპ ერდოღანს, თუმცა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში მას პირველად ძლიერი კონკურენტები ჰყავს. ერდოღანის მთავარი ოპოზიციური მეტოქე მუჰარემ ინჯეა, რომელმაც წინასაარჩევნო პერიოდში ყველაზე მასშტაბური აქცია გამართა. 

დღის ამბები