სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, რომელიც დღეს თბილისის მერმა დაათვალიერა.
„მოსახლეობასთან ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე, რომლებიც მათ აწუხებთ და მიიღეს ჩემგან დაპირება, რომ აქვე ახლოს მოეწყობა სკვერი,“ - განაცხადა კახა კალაძემ.
ლორთქიფანიძის ქუჩაზე ამ დროისთვის ასფალტის დაგება მიმდინარეობს. გზის დაგების და ბორდიურების მოწყობის სამუშაოები, ივლისის ბოლოს უნდა დასრულეს.