22 დეკემბერი 2024,   10:13
ვრცლად
პანკისში მცხოვრები ბესლან წუწაშვილი, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა, საქართველოში დაბრუნდა

პანკისში მცხოვრები ბესლან წუწაშვილი, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა, საქართველოში დაბრუნდა. მან საქართველოს საზღვარი, სავარაუდოდ, დღეს გადმოკვეთა.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

უწყების ცნობით, ბესლან წუწაშვილი გამოსაკითხად პოლიციაშია დაბარებული.

27 წლის ახალგაზრდა, რომელსაც ოჯახი 16 დღის განმავლობაში ეძებდა, თბილისში ჩეჩნეთიდან ჩამოვიდა.

ბესლან წუწაშვილის დედის, ლეილა უმაროვას, თქმით, მას შვილთან კონტაქტი არ ჰქონია და მისი დაბრუნების შესახებ ინფორმაციაც არა აქვს.

წუწაშვილი ჩეჩნეთში 6 ივნისს დაღესტნელ მეგობრებთან ერთად გაემგზავრა. როგორც ლეილა უმაროვა აცხადებდა, ოჯახს სწორედ მათ შეატყობინეს, რომ საქართველოს მოქალაქე, რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლის შემდეგ, ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს.

უმაროვამ განცხადებით შსს-ს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს მიმართა.

დღის ამბები