22 დეკემბერი 2024,   09:57
ვრცლად
ხმაური კომპანია "სვეტის" სათაო ოფისში - დაზარალებულების მოთხოვნები უცვლელია

კომპანია სვეტის სათაო ოფისში ცოტა ხნის წინ ხმაური იყო. შენობაში უკვე მესამე დღეა, შიმშილობის აქცია მიმდინარეობს.

დაზარალებული მენაშენეების ოფისიდან გაყვანა სვეტის მიერ დაქირავებული ფართის მფლობელმა სცადა. მისი თქმით, კომპანიის ადმინისტრაციას მისთვის ქირა არ გადაუხდია და მოშიმშილეებს ტერიტორია უნდა დაეტოვებინათ, რასაც მენაშენეების პროტესტი მოჰყვა.

დაზარალებულებთან ვაკის რაიონის გამგებელი მივიდა.

ნოდარ ტურძელაძემ მათ დედაქალაქის მერის მოადგილესთან, ილია ელოშვილთან, შეხვედრა შესთავაზა, თუმცა, დაზარალებულებმა ამაზე უარი განაცხადეს. ისინი დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან, გასაუბრებას ითხოვენ.

მოშიმშილეებს საზღვარგარეთიდან ემიგრანტები უერთდებიან. მათ სოლციალურ ქსელში საგანგებო მიმართვა გაავრცელეს, სადაც ამბობენ, რომ რამდენიმე დღეში საელჩოებთან შეხვედრებს გამართავენ და საინფორმაციო ორგანიზაციებს ინფორმაციას მიაწვდიან.

რამდენიმე დაზარალებული ცოტა ხნის წინ ფინანსურ პოლიციაში გამოკითხვაზე წავიდა. საგამოძიებო ორგანოში კომპანიის ხელმძღვანელები -  გივი ჯიბლაძე და თორნიკე ჯანელიძე, იმყოფებოდნენ. 

კომპანია სვეტის ბალანსზე დედაქალაქში ოთხი, ბათუმში კი ერთი დაუსრულებელი მშენებლობაა. მენაშენეები ბინებში გადახდილი თანხების დაბრუნებას ითხოვენ.

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები