22 დეკემბერი 2024,   09:59
ვრცლად
არ არის საუბარი რომელიმე რგოლის დამატებაზე - ირაკლი კობახიძე სახელმწიფო მდივნის პოსტის შემოღებაზე

მთავრობაში, 14 სამინისტროს ნაცვლად, 11 დარჩება, სახელმწიფო მინისტრის ჩათვლით. 

ამის შესახებ განცხადება ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

პარლამენტის თავმჯდომარემ მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით კონსულტაციები გაგრძელდება.

კობახიძის განცხადებით, პრემიერი მამუკა ბახტაძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შეხვდება. მისი თქმით, მთავრობაში ახალ სახეებზე საუბარი მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც პარლამენტი მთავრობის შესახებ კანონში ცვლილებებს შეიტანს.

პარლამენტის თავმჯდომარემ კომენტარი სახელმწიფო მდივნის პოსტთან დაკავშირებითაც გააკეთა.

„ჩვენ გვქონდა ზოგადად დისკუსია, აქ არ იყო დისკუსია სახელმწიფო მდივანზე ან რაიმე კონკრეტულ თანამდებობაზე. აქ არ არის საუბარი რომელიმე რგოლის დამატებაზე, საუბარია იმაზე, რომ მსხვილი სამინისტროების პირობებში ხომ არ არის მიზანშეწონილი მეორე დონის - მინისტრის მოადგილის დონის გამოკვეთა და მათთვის კონკრეტული მიმართულებების განსაზღვრა. ეს იყო ზოგადი ინიციატივა, რომელზეც მსჯელობა გრძელდება. რაიმე დამატებითი რგოლის გაჩენაზე მთავრობის სტრუქტურაში საუბარი არ არის. საუბარია 14 მინისტრის მაგივრად, 11 მინისტრის არსებობაზე მთავრობაში, შესაბამისად, 13 სამინისტროს მაგივრად, იქნება 10 სამინისტრო. ეს არის ამ ეტაპზე შედეგი ჩვენი კონსულტაციების. კონსულტაციები გრძელდება,“ - განაცხადა კობახიძემ.

 

 

 

 

დღის ამბები