22 დეკემბერი 2024,   10:11
ვრცლად
კომპანია "სვეტის" დაზარალებულ მენაშენეებს თბილისის მერი ორშაბათს შეხვდება

კომპანია სვეტის დაზარალებულ მენაშენეებს თბილისის მერი ორშაბათს შეხვდება.

ეს ინფორმაცია ცნობილი თბილისის მერის მოადგილესა და დაზარალებულ მენაშენეებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა.

კომპანია სვეტის დაზარალებული მენაშენეები თბილისის მერის მოადგილეს შეხვდნენ. არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელიც ესწრებოდა შეხვედრას. 

შიმშილობის 3-დღიანი აქციის შემდეგ ილია ელოშვილთან შეხვედრა დაზარალებულებს ვაკის რაიონის გამგებელმა შეთავაზა.

ნოდარ ტურძელაძე მოშიმშილეებთან რამდენიმე საათის წინ იმყოფებოდა. დაზარალებული მენაშენეები მერთან შეხვედრას და კომპანიის ხელმძღვანელთან შეხვედრას მოითხოვდნენ.

მათი განცხადებით, სამშენებლო კომპანიაში ბინის თანხა სრულად დაფარეს, თუმცა, სვეტის ადმინისტრაციამ ისინი მოატყუა.

კომპანია სვეტის სათაო ოფისში დაზარალებულები კვლავ რჩებიან და შიმშილობას განაგრძობენ. მათი თქმით, პროტესტის ამ ზომას მანამ გააგრძელებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

დეველოპერული კომპანიის ბალანსზე დედაქალაქში 4, ხოლო ბათუმში 1 დაუსრულებელი მშენებლობაა.

ამავე თემაზე
დღის ამბები