მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება კვლავ უცნობია. დეპუტატებსა და მთავრობის წევრებს შორის კონსულტაციები გრძელდება.
ქართული ოცნების ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის და პრემიერ მამუკა ბახტაძის შეხვედრა ერთ საათში დაიწყება.
მინისტრები ამბობენ, რომ მთავრობის წევრების დასახელება პრემიერმინისტრის პრეროგატივაა. კულტურის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე, ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს დარჩება თუ არა მთავრობის შემადგენლობაში.
„კონსულტაციები ამ დრომდე მიმდინარეობს. ვფიქრობ, რომ უახლოეს რამდენიმე დღეში მზად ვიქნებით, რომ საზოგადოებას ვუთხრათ საბოლოო შედეგი, თუ რაზე ჩამოვყალიბდებით. ახალი მინისტრთა კაბინეტის წევრების დასახელება პრემიერის პრეროგატივაა,“ - განაცხადა კულტურის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ.