22 დეკემბერი 2024,   10:29
ვრცლად
ათობით მოზარდის ოჯახი პანიკაშია - მათი შვილების ფოტოები სოციალურ ქსელში უცხოელი მომხმარებლების გვერდებზეა ატვირთული

ათობით მოზარდის ოჯახი პანიკაშია - მათი არასრუწლოვანი შვილების ფოტოები სოციალურ ქსელში არაბი, ირანელი, თურქი მომხმარებლების გვერდებზეა ატვირთული.

მუსტაფა ალ ჰალაფის გვერდი ერთ-ერთია სოციალურ ქსელში, სადაც ქართველი ბავშვების ფოტოებს ტვირთავენ. ფოტოს ქვეშ კომენტარები კი არაბულ ენაზე უხამს და საშიში განცხადებებს შეიცავს.

მშობლები პანიკაში არიან, მათ ვერ გაარკვიეს, რატომ ინტერესდებიან უცხოელი მამაკაცები ქართველი გოგონების ფოტოებით. მამას, რომლის შვილის ფოტოებიც რამდენიმე მომხმარებელმა ატვირთა და არაბულ ენაზე კომენტარები დაურთო, ეჭვობს, რომ სახეზეა პედოფილია.

მშობლებმა პოლიციას რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა, სამართალდამცველებს რეაგირება არ მოუხდენიათ. ამიტომ მშობლებმა უცხოელ მომხმარებლებს თავად მისწერეს და სცადეს, გაერკვიათ, რატომ ტვირთავენ მათი შვილის ფოტოებს. კითხვები უპასუხოდ დარჩა.

სავარაუდო მოძალადეს ძირითადად ზუგდიდში მცხოვრები ბავშვების სურათები აქვს გამოქვეყნებული. ერთ-ერთი მშობელი, რომელმაც კამერებთან გამოჩენა არ ისურვა, პირად მიმოწერაში გვიყვება, რომ უცხოელი მამაკაცი, რომელიც ქართველი ბავშვების ფოტოებს პირად გვერდზე ტვირთავს, ზუგდიდში ცხოვრობს. ის ჩვენი ანონიმური რესპოდენტის შვილის მეგობარს შეხვდა და 50 ლარის სანაცვლოდ, ფოტოსესიაში მონაწილეობა შესთავაზა.

სკოლის დირექტორები, სადაც ეს მოსწავლეები იღებენ განათლებას, ამბობენ, რომ თავს დაცულად ვეღარ გრძნობენ.

სავარაუდო მსხვერპლი ბავშვების მშობლები უკვე თვეებია, ითხოვენ გარკვევას, რატომ ვრცელდება მათი შვილების ფოტოები არაბულ, ირანულ და თურქულ გვერდებზე.

შს სამინისტროში ამბობენ, რომ მოკვლევა დაიწყო და ამ პროცესს აკვირდებიან. 

 

 

 

ავტორი: ემა გოგოხია 

დღის ამბები