22 დეკემბერი 2024,   10:16
ვრცლად
შშმ ბავშვის მშობელი ბავშვთა ცენტრის წინააღმდეგ - მშობლის მტკიცებით, მოზარდს ცენტრში ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს

7 წლის ბავშვის მშობელი ბავშთა ცენტრის წინააღმდეგ. ის საგამოძიებო ორგანოებს და სახალხო დამცველს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დღის ცენტრ „თაირისის“ საქმიანობით დაინტერესებისაკენ მოუწოდებს. 

მშობლის მტკიცებით, 7 წლის ბავშვს ცენტრში ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს.

“ბავშვს ჰქონდა დაზიანება ცხვირზე და სახეზე. რა თქმა უნდა, იმ წუთში მივმართე, ვინც ამ ბავშვებთან ერთად არის თანმხლები პირი ქალბატონი, რატომ აქვს ბავშვს დაზიანება-მეთქი. მივიღე პასუხი, რომ არ ვიცი, სკოლაში ეს დაზიანება არ მიუღია და მანქანაშიც არ მიუღიაო. ავიყვანე სახლში ბავშვი და ბავშვი იკიდებდა თავზე და მუცლის მარცხენა მხარეს და მანიშნებდა, რომ თავი და მუცელი სტკიოდა,“ - განაცხადა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვის მშობელმა.

ადვოკატის ინფორმაციით, 25 ივნისს ბავშვი დღის ცენტრიდან სახლში სახის არეში დაზიანებებით მივიდა.

ცენტრის დირექცია ფიზიკურ ძალადობის ფაქტს უარყოფს. 

სოციალური მომსახურეობის სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრის უფროსი, ნინო ჭიღლაძე, ამბობს, რომ აღნიშნული საკითხის შესწავლაში სააგენტო ჩაერთვება.

დღის ამბები