22 დეკემბერი 2024,   09:55
ვრცლად
რატომ ჩამოდიხარ, დაგიძახე, მოდი-მეთქი? გაგთხრი ამას უკან - "ლანჩხუთის გურიას" ყოფილი პრეზიდენტი "რუსთავი2"-ის დანახვამ გააღიზიანა

„რატომ ჩამოდიხარ, დაგიძახე, მოდი-მეთქი? გაგთხრი ამას უკან,“ - ასე შეხვდა რუსთავი2-ის გადამღებ ჯგუფს ლანჩხუთის გურიას ყოფილი პრეზიდენტი და ლანჩხუთის ყოფილი მერი, ზაზა ურუშაძე.

მისი აგრესია ჟურნალისტის დანახვას მოჰყვა.

ურუშაძემ უარი განაცხადა, ეპასუხა იმ ბრალდებებზეც, რომელიც მას ლანჩხუთის ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა წაუყენა.

ფინანსური დავალიანება, რომელიც კლუბს ახლა აქვს და ფიფას სანქციები ელოდება, სწორედ ურუშაძის ხელმძღვანელობის დროს დაეკისრა. ნაციონალური მოძრაობა ურუშაძის მოღვაწეობის შესწავლის მოთხოვნით პროკურატურას უახლოეს პერიოდში მიმართავს.

„7 მილიონი ლარი არის გახარჯული ისე, რომ არავინ არ იცის, რეალურად სად წავიდა და შედეგი დადგა რა?! ლანჩხუთის გურია დღეს ყველაზე დაბალ ლიგაში თამაშობს, ვიდრე თამაშობდა მანამდე. საქართველოს პროკურატურას მოვუწოდებ, აუცილებლად დაიწყოს საქმის გამოძიება,“ - განაცხადა  ენმ-ის წევრმა და ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატმა, კახა ასკურავამ.
 

დღის ამბები