22 დეკემბერი 2024,   10:11
ვრცლად
წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი "ემპათია" დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნას მოითხოვს

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი ემპათია დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნას მოითხოვს.

ექსპერტების განცხადებით, ეს უნდა იყოს დამოუკიდებელი სტრუქტურა, რომელსაც პროკურატურის მსგავსი უფლებამოსილება ექნება. უზრუნველყოფს წამების მსხვერპლთა საქმეების დროულ და ობიექტურ გამოძიებას, ასევე გაატარებს საგამოძიებო მოქმედებებს სახელმწიფო ხელისუფლების თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების მიზნით.

„ჩვენი აზრით, საერთაშორისო სტანდარტებით და საქართველოს მიმართ გაცემული რეკომენდაციებით, ეს არის გაეროს წამების მომხსენებლის რეკომენდაცია გაცემული საქართველოზე, ეს უნდა იყოს სრულად დამოუკიდებელი საგამოძიებო სტრუქტურა, ისეთივე ფუნქციებით, როგორიც გახლავთ პროკურატურა, მას არ უნდა ქონდეს შეზღუდვა არანაირ საქმის მასალებზე,“ - აცხადებს წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ ემპათიას დირექტორი, მარიამ ჯიშკარიანი. 

დღის ამბები