09 ნოემბერი 2024,   17:47
ვრცლად
ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ვლადიმერ პუტინს უკრაინელი რეჟისორის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ვლადიმერ პუტინს უკრაინელი რეჟისორის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

ტორბორნ იაგლანდმა რუსეთის ლიდერს ოფიციალური წერილით მიმართა.

ოლეგ სენცოვი თვეზე მეტია, რუსულ ციხეში შიმშილობს. უკრაინელი რეჟისორი ყირიმში, ტერორისტული ორგანიზაციის შექმნის ბრალდებით, 2015 წელს გაასამართლეს და 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 14 მაისს ოლეგ სენცოვმა საპატიმროში შიმშილობა დაიწყო, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

პოლიტპატიმარს მხარდაჭერა გამოუცხადეს ევროპელმა პოლიტიკოსებმაც და ცნობილმა რეჟისორებმაც, მათ შორის, პედრო ალმოდოვარმა და კენ ლოუჩმა, რომლებმაც მისი გათავისუფლება მოითხოვეს.

თავად სენცოვი ვლადიმერ პუტინისთვის შეწყალების თაობაზე მიმართვას არ აპირებს.

დღის ამბები