22 დეკემბერი 2024,   10:27
ვრცლად
სტრუქტურულ ცვლილებებს ოპოზიცია და მმართველი გუნდის ნაწილი კრიტიკულად აფასებს

პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის კაბინეტში დაგეგმილ მნიშვნელოვან ცვლილებებთან დაკავშირებით კითხვები აქვთ პრემიერის თანაგუნდელებს. უმრავლესობის ერთი ნაწილი სამინისტროების შერწყმას მხარს არ უჭერს და საკანონმდებლო პაკეტის პარლამენტში წარდგენის დროს წითელ ღილაკს გამოიყენებს.

პრემიერი აანონსებს, რომ სამინისტროების გაუქმებით 120 მილიონს დაზოგავს, თუმცა, რის ხარჯზე, ამ კითხვაზე პასუხი დღეს ქართული ოცნების საპარლამენტო გუნდს არ ჰქონდა.

უმრავლესობა ამტკიცებს, რომ სამინისტროში დასაქმებულებს სახლში არ გაუშვებენ და უსამსახუროდ არავინ დარჩება.

ნაციონალურმა მოძრაობამ და ევროპული საქართველომ მთავრობას საბიუჯეტო ცვლილებების პარლამენტში წარდგენა მოსთხოვეს, სადაც უნდა აისახოს, რის ხარჯზე ხდება ეკონომია.

არასაპარლამენტო ოპოზიციამ დღეს სამთავრობო და სტრუქტურულ ცვლილებებს "აბსურდული" უწოდა. პარლამენტს გარეთ მყოფი ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პირობებში ცვლილებების აზრს ვერ ხედავს.

ოპოზიციამ დღეს პრემიერ მამუკა ბახტაძისგან განმარტებების გაკეთება მოითხოვა მისი ცენტრპოინტში საქმიანობასა და ნაციონალური მოძრაობისთვის 2012 წლის არჩევნებისთვის გადარიცხული 20 ათასი ლარისთვის.

სტრუქტურული ცვლილებების კანონპროეტი ჯერ პარლამენტს არ მიუღია. სამინისტროების გაერთიანების საკითხი ორშაბათის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება და მას უმრავლესობა მომავალ კვირას მიიღებს.

დღის ამბები