09 ნოემბერი 2024,   17:35
ვრცლად
ბრეზენტით გადაფარული ფარდული, სადაც ოთხი ადამიანი, მათ შორის, ფეხმძიმე ქალი ცხოვრობს - ჰუსეინოვები დახმარებას ითხოვენ

ფარდული, რომელიც ბრეზენტით არის გადახურული - შენობაში, რომელშიც ყოველი წვიმის დროს წყალი ჩამოდის, უკვე წლებია, ჰუსეინოვების ოჯახი ცხოვრობს.

სოფელ ახლოლალოში მცხოვრები ოჯახი ღამეს ღია ცის ქვეშ ხშირად ათევს, რადგან ზაფხულში, გაუსაძლისი სიცხის გამო, ოთახში ყოფნა შეუძლებელია. გარეთ, ხის ქვეშ ოთხნი იძინებენ, მათ შორის ჰუსეინოვების ორსული რძალიც არის.

ჰუსეინოვებს სახლი წლების წინ დაენგრათ. ოთხსულიანი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი პენსია და სოციალურად დაუცველის შემწეობაა, რომელითაც თვიდან თვემდე თავი ძლივს გააქვთ. ამასთან, ეპილეფსიის დიაგნოზი აქვს ოჯახის ერთ წევრს, რომელსაც მუდმივად ძვირადღირებული მედიკამენტები სჭირდება.

ჰუსეინოვები დახმარებას ითხოვენ. იმედოვნებენ, რომ სანამ ოჯახის ახალი წევრი დაიბადება, იმ დრომდე ადგილობრივი ხელისუფლება საცხოვრებელ ფართს გამოუყოფს.

 

დღის ამბები