22 დეკემბერი 2024,   10:11
ვრცლად
„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია" ცნობილია - მთავრობამ დადგენილება გამოსცა

„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება  გამოიცა. სიაში საოკუპაციო რეჟიმის 33 წარმომადგენელი ფიგურირებს, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ მძიმე დანაშაულებები ჩაიდინეს. ისინი სანქციების ქვეშ მოექცევიან. არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებული სიის სათავეშია. 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობაში, გატაცებაში, წამებსა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა სია დამტკიცდა.

„დაევალოს საქართველოს იუსტიციის, საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს, ხოლო საქართველოს ეროვნულ ბანკს ეთხოვოს, რომ მიიღონ ყველა შესაძლო ზომა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მიერ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შეყვანილ პირთა მიმართ ყველა შესაძლო შეზღუდვის, მათ შორის სავიზო, ქონებრივი და ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებასთან დაკავშირებული შეზღუდვების დასაწესებლად და სამართლის აღსრულების ხელშესაწყობად,“- აღნიშნულია დადგენილებაში.

დოკუმენტს ხელს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს.

 

დღის ამბები