17 ნოემბერი 2024,   18:46
ვრცლად
ეს საგამოძიებო კომისია დარჩება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში - სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი, რომელიც საგამოძიებო კომისიაში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით იმყოფება, იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც დასთანხმდა პროცესში მონაწილეობა მიეღო.

ის ამბობს, რომ ამ ნაბიჯით მან, ფაქტობრივად, ყოფილ ან მოქმედ ნაციონალურ მოძრაობას  მისცა საშუალება, სამართლიანობის მხარეს დადგეს. თუმცა, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანების საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე და იმ განცდის გამო, რომ სამართალი არ აღსრულებულა, ეს კომისია იძლევა შანსს, რომ დადგინდეს სიმართლე.

„თუ არსებობს შანსი, რომ ამ ქვეყანაში უსამართლობის განცდა არ არსებობდეს, მე მიღირს ამ კომისიაში ყოფნა,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის კომისიის მიერ პროკურორის და გამომძიებლის დაკითხვასაც ეხმაურება და ამბობს, რომ საქმის მასალების გაცნობის შემდეგ მას უფრო მეტი კითხვა გაუჩნდა, ვიდრე ეს გამოძიების პროცესზე პასუხისმგებელ პირებს.

„ეს საგამოძიებო კომისია, რომელსაც შეიძლება, მერე მომავალი არ ჰქონდეს, დარჩება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში,“ - განაცხად სალომე ზურაბიშვილმა და თქვა, რომ მას აქვს მისი საკუთარი ვერსია, რომელზეც ჯერ ვერ ილაპარაკებს, თუმცა, ბერად დამაჯერებელი, ვიდრე ეს პროკურატურას ჰქონდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები