21 დეკემბერი 2024,   20:35
ვრცლად
გონორით ლაპარაკობდა სია მოძრავიაო, რას ნიშნავს? ზოგი მოძრავია ანუ ცოცხალი იქნება სიაში და ზოგი უძრავი, ანუ გარდაცვლილი? - ბურჯანაძე გახარიას ბოდიშის მოხდას ურჩევს 

ნინო ბურჯანაძე საქართველოს ხელისუფლების მერ შედგენილ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას აკრიტიკებს.

"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი აცხადებს, რომ სიაში გარდაცვლილი ადამიანების შეყვანით, მთავრობამ კომიკურ სიტუაციაში ჩაიგდო თავი.

ბურჯანაძის თქმით, სია ქმედითი ვერ იქნება, რადგან მასში ის ადამიანები ვერ მოხვდნენ, ვისაც ეთნიკურად ქართველების წინაშე დანაშაული აქვთ ჩადენილი. 

„გაცილებით უფრო დიდი ტრაგედიაა ის, რაც ჩვენ ვიხილეთ შემდეგ შესაბამისი მინისტრების კომენტარების სახით. როდესაც მინისტრები გვიმტკიცებენ, რომ კი გვქონდა თურმე ინფორმაცია, რომ ეს ხალხი გარდაცვლილია, მაგრამ მტკიცებულებები არ გვქონდა. უკაცრავად, დაკრძალვას არ დავსწრებივართ? ძალიან დიდი გონორით ლაპარაკობდა შინაგან საქმეთა მინისტრი - სია მოძრავიაო. ეს რას ნიშნავს ბატონო მინისტრო? რომ ზოგი მოძრავია ანუ ცოცხალი ადამიანი იქნება სიაში და ზოგი უძრავი, ანუ გარდაცვლილი? ძალიან სირცხვილია, ბოდიში მაინც მოიხადეთ, თქვით, რომ შეგეშალათ,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

​ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში 33 ადამიანი მოხვდა. დაახლოებით, ხუთი ადამიანი ვის წინააღმდეგაც საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო თანამეგობრობას სანქციების დაწესებას სთხოვს, დიდი ხნის გარდაცვლილია. შესაბამისად, უცნობია, როგორ უნდა მოხდეს უკვე გარდაცვლილ ადამიანებზე სანქციების გატარება.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები