22 დეკემბერი 2024,   05:09
ვრცლად
სიტუაცია, რაც ზოგიერთ სახელმწიფო ორგანიზაციაში არსებობს, კატეგორიულად მიუღებელია - პრემიერი ე.წ. პერსონალურ ავტომობილებზე 

სიტუაცია, რაც ზოგიერთ სახელმწიფო ორგანიზაციაში არსებობს, არის სრულიად მიუღებელი - ეს განცხადება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, სახელმწიფო უწყებების ავტოპარკსა და ე.წ. პერსონალურ ავტომობილებზე საუბრისას გააკეთა. 

ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე, ე.წ. შავი ჯიპების ჩანაცვლებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა. 

პრემიერი ამბობს, რომ უკვე არსებობს კონცეფცია, რომელიც სახელმწიფო უწყებების ავტოპარკს ეხება და ინიციატივის წარდგენა მომდევნო მთავრობის სხდომაზე მოხდება. 

მამუკა ბახტაძის განცხადებით, ზოგიერთ სახელმწიფო უწყებაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არსებული ვითარება, კატეგორიულად მიუღებელია. 

პრემიერის არც კონკრეტული უწყებები დაუკონკრეტებია და არც ის კონკრეტული ფაქტი, რომელიც მისთვის კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა. 

"შემდეგ მთავრობის სხდომაზე მე აუცილებლად წარმოვადგენ ინიციატივას, რომელიც რა თქმა უნდა მხოლოდ ჯიპებს არ შეეხება, ეს შეეხება ზოგადად ავტოპარკს. განსაკუთრებით ე.წ. პერსონალურ მანქანებს და ბუნებრივია ის სიტუაცია, რაც ზოგიერთ სახელმწიფო ორგანიზაციაში არსებობს, არის სრულიად მიუღებელი. მე ვიტყოდი კატეგორიულად მიუღებელი. აქედან გამომდინარე ჩვენ გვექნება ახალი ინიციატივა, რომელიც დამუშავებულია და შემდეგ მთავრობის სხდომაზე წარმოვადგენთ, რომელიც ეხება ავტოპარკს, განსაკუთრებით ე.წ. პერსონალურ ავტომობილებს,"-განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

დღის ამბები