09 ნოემბერი 2024,   16:58
ვრცლად
კახელები შესაძლოა, მოსავლის გარეშე დარჩნენ - რეგიონში ხორბლისა და ქერის მოსავალი ფუჭდება

კახეთში ხორბლისა და ქერის მოსავალი ფუჭდება. ადგილობრივი გლეხები ამბობენ, რომ ტექნიკის არარსებობის გამო, მოსავალს ვერ იღებენ. მთავრობის მიერ სოფლებში ჩაყვანილ კომბაინებს მხოლოდ რამდენიმე საათით ან საერთოდ ვერ ქირაობენ.

გლეხები ამბობენ, რომ შპს მექანიზატორის კომბაინებს პირველ რიგში იმ ნაკვეთებში უშვებენ, რომლებიც თანამდებობის პირებს ეკუთვნით.

გაფუჭებული მოსავლის გამო, კახელი გლეხები ზარალზე საუბრობენ. ადგილობრივების თქმით, ისედაც არასაკმარისი ტექნიკა შედარებით მცირე მასშტაბების ყანებზე არასწორად ნაწილდება.

ტექნიკასთან დაკავშირებულ ხარვეზს ამინდებსა და დათესილი მინდვრების გაზრდილ რაოდენობას უკავშირებენ. დედოფლისწყაროს მერიაში. შპს მექანიზატორში კი განმარტავენ, რომ 30 კომბაინი დამატების მიუხედავად, ყველა სოფელში ერთდროულად მუშაობას მაინც ვერ ახერხებენ.

კახეთის ოპოზიციაში ტექნიკის გაზრდილ რაოდენობაზე ინფორმაცია არ აქვთ.

ნაციონალურ მოძრაობაში განმარტავენ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან გამოთხოვილ ოფიციალურ დოკუმენტაციაში ახალ შესყიდვებზე არაფერია ნათქვამი. გიორგი ბოტკოველის მტკიცებით, ქერისა და ხორბლის მოსავალი კომბაინების ფერმერებთან შერჩევითად მუშაობის გამო ფუჭდება. 

 

  ავტორი: ია გულიაშვილი.

დღის ამბები