აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, მიერ გაკეთებული განცხადებების გამო, ესტონეთში შეერთებული შტატების ელჩი თანამდებობას ტოვებს.
ჯეიმს მელვინი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება პრეზიდენტის პოლიტიკის მიმართ პროტესტის ნიშნად მიიღო.
ამერიკელი დიპლომატი კატეგორიულად არ ეთანხმება ნატო-სა და ევროპელი მოკავშირეების შესახებ დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებებს და ამბობს, რომ ტალინს ერთ თვეში დატოვებს.
ჯეიმს მელვინი ესტონეთში 2015 წლიდან მუშაობდა, მანამდე კი დიპლომატიური პოსტები რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში ეკავა.